პრეზიდენტი: მადლობას გიხდით მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის, რომელიც გუშინ ქართველმა ერმა გამოიჩინა

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის მადლობას უხდის.

” გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მადლობას გიხდით იმ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის, რომელიც გუშინ ქართველმა ერმა გამოიჩინა. ამით ჩვენ ვიტვირთეთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა! ყველას გიხდით მადლობას! ქრისტე აღდგა!”-წერს ზურაბიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად