პრეზიდენტი: კვიპროსის რესპუბლიკასთან პარტნიორობის გაძლიერება ჩვენი პრიორიტეტია

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კვიპროსის რესპუბლიკასთან პარტნიორობის გაძლიერება ხელისუფლების პრიორიტეტია.

“ამ ფორუმით იდგმება კიდევ ერთი ნაბიჯი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. საქართველო ევროპის გზაზე დგას და კვიპროსთან, რომელიც ევროკავშირის წევრია, პარტნიორობის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ საუკეთესო შესაძლებლობა მოგვცა. გაგვიხსნა კარი საიმისოდ, რომ მთელი ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი მივმართოთ მთავარი მიზნისკენ – ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.

ამ შეთანხმებით, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ფართოვდება გზა საქართველოსა და კვიპროსს შორის ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით. სავაჭრო შეთანხმება არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ხელს უწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებას. ვიმედოვნებთ, ფორუმი შექმნის რეალურ საფუძველს ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებისთვის.” – განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...