A1 ბანერი

პრეზიდენტი: კონსტიტუციაში თუ რამე ხარვეზია, ეს ჩემი სათქმელი არაა

კონსტიტუციაში თუ რამე ხარვეზია, ეს ჩემი სათქმელი არ არის, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს დასმულ შეკითხვას, რომელსაც ჰკითხეს, რომ ხომ არ არის ხარვეზი ის, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენის უფლება აღარ აქვს.

“დღევანდელ დღეს პრეზიდენტი ვერ იტყვის, რომ საქართველოს კონსტიტუციაში რამე ხარვეზი არსებობს, რომელიც გამოსასწორებელია. კონსტიტუციაში თუ რამე ხარვეზია, ეს არ არის ჩემი სათქმელი. ეს იმ ადამიანების სათქმელია, რომლებიც მსჯელობენ დღეს. მათ უნდა იმსჯელონ კონსტიტუციაზე. თუ კანონმდებელმა მიიჩნია, როგორც საკანონმდებლო ხარვეზი, ან საზოგადოებამ, რომელთან ერთადაც მსჯელობს კანონმდებელი, იმათი გადასაწყვეტია. მე ვიქნები იმის მორჩილი, რაც ამ კუთხით იქნება გადაწყვეტილი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...