პრეზიდენტი: კობა დავითაშვილის გარდაცვალებას ვუსამძიმრებ ქართულ საზოგადოებას, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კობა დავითაშვილის გარდაცვალებაზე სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

“ძალიან ვწუხვარ; ეს არის ადამიანი, რომელსაც კარაგად ვიცნობდი და რომელიც ჩემთვის განსაკუთრებული წესიერებისა და პატიოსნების მქონე პიროვნებას წარმოადგენდა, რაც პოლიტიკაში არც ისე ხშირია.

ვუსამძიმრებ ქართულ საზოგადოებას, მეგობრებსა და ოჯახის წევრებსა და ვიზიარებ ამ დიდ ტკივილს”, – ნათქამია გავრცელებულ სამძიმარში.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად