პრეზიდენტი კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის მერს შეხვდა

კახეთში ვიზიტით მყოფი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სიღნაღის მერიაში რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის მერს შეხვდა და არასებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია პირადად მათგან მოისმინა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კახეთის რეგიონში კვალიფიციური კადრების სიმცირეა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა.

“სამწუხაროდ ეს პრობლემა ყველა სექტორშია. მაგალითად, რთველის დროს სხვა რეგიონიდან ჩამოყავთ ადამიანები და დღეში 45 ლარს უხდიან. მე ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი და კარგი შემოსავალი. ვინც წასულია სხვა ქვეყანაში ან თბილისში მნიშვნელოვანია თავის რეგიონს მიხედოს” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად