პრეზიდენტი: “კაბელების საქმე” პირდაპირ ეთერში არ უნდა გარჩეულიყო

"არ არის საჭირო მოსამართლის გადაწყვეტილებას წინ უძღოდეს, პრემიერის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარები. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსამართლე უნდა იყოს თავისუფალი ", – ასეთი შეფასება მისცა პრეზიდენტმა  გიორგი მარგველაშვილმა "კაბელების საქმეს" ტელეკომპანია "რიონის" ეთერში.

მისი განმარტებით სასმართლოს ინსტანციებს უთმობს საქმის მოგვარებას. თუმცა, განაცხდა რომ ის განსაკუთრებით ყურადღებით დააკვირდეაბ ამ საქმის მიმდინარეობას და არ დაასწრებს მოვლენებს. მარგველაშვილი კაბელების საქმეზე დაკავებული 5 მაღალჩინოსნის შეწყალებაზე ჯერჯეორბთ არ საუბრობს.

"ამ საკითხზე არასდროს დამიფიქსირებია პოზიცა, თუმცა კითხვის ნიშნები ამ საკითხზე საზოგადოების მხრიდან მის პოლიტიზებულობასთან დაკავშირებით გაჩნდა. რადგან არაერთმა პოლიტიკურმა ფიგურამ, ამ საკითხზე მრავალი კომენტარი გააკეთა და მეტიც, ისეთი საკითხები გაირჩა, რაც პირდაპირ ეთერში არ უნდა გარჩეულიყო. 

ეს პროცესი უნდა წავიდეს ქართულ სასამართლოში. ჯერ პირველ ინსტანციაშია. საქმის ადვოკატები როგორც ვიცი აპირებენ ამ განაჩენის გასაჩივრებას და შესაბამისად მე არ ვაპირებ დავასწრო მოვლენებს.

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მე განსაკუთრებით ყურადღებით დავაკვირდები საქმის მიმდინარეობას", – განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასმართლომ "კაბელების საქმეზე" ბრალდებულ 5 მაღალჩინოსანს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...