პრეზიდენტი: ჯერ კიდევ ვდგავართ გამოწვევის წინაშე – დასაქმების პრობლემა კვლავ გადაულახავია

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმზე საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, საქართველო მუდმივად მუშაობს იმისთვის, რომ ინვესტორებისთვის სულ უფრო მიმზიდველი გახდეს.

“სტრატეგიული მდებარეობა, დიდი ეკონომიკური პოტენციალი და ეკონომიკური წინსვლისთვის გადადგმული ნაბიჯები განაპირობებს ჩვენს სრულიად რეალისტურ ამბიციას, გავხდეთ რეგიონალური ჰაბი. ჩვენ სულ უფრო მეტად ვზრუნავთ თანამედროვე სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა მსოფლიოს უმსხვილეს ბაზრებზე. ჩვენი საგადასახადო გარემო შეღავათიანია და ეს, მათ შორის, ეხება იმპორტს.

საერთაშორისო რეიტინგებში წლევანდელი მონაცემებით, ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსის მიხედვით, ჩვენ მეექვსე ადგილზე ვართ 190 ქვეყანას შორის. ევროპის ქვეყნებს შორის კი მეორე ადგილს ვიკავებთ.

მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ვდგავართ გამოწვევების წინაშე. დასაქმების პრობლემა კვლავ გადაულახავია, ამიტომ მუდმივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველო სულ უფრო მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ სამი წლის წინ კვიპროსი მსხვილ ინვესტორთა ათეულში იყო. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინტერესი არ განელდება და ჩვენი თანამშრომლობა გაფართოვდება.” – განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...