პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეხვდა.

კანდიდატებთან შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტი ორ ეტაპად გამართავს და მეორე შეხვედრა კანდიდატების ნაწილთან 20 ივლისს შედგება.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის სურვილი 14 -მა პირმა გამოთქვა.

წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები 9 კანდიდატმა დააკმაყოფილა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი უახლოეს დღეებში, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მიიღებს.

შეგახსენებთ, საბჭოს წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ საბჭო დატოვა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად