საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ირმა ხეცურიანს მორიგ გამარჯვებას ულოცავს.
“ვულოცავ ჩვენს საამაყო პარამოფარიკავეს, ირმა ხეცურიანს მეცამეტე ოქროს! ის თითოეული პარასპორტსმენის სიძლიერის და წარმატების სიმბოლოა! წარმატებებს ვუსურვებ ირმას!”, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
ცნობისთვის, ირმა ხეცურიანმა მორიგი ოქროს მედალი მოიპოვა. მან იაპონიის ქალაქ კიოტოში პარა-ფარიკაობაში მსოფლიო თასის წლის ბოლო ეტაპის გათამაშებაზე გაიმარჯვა.