პრეზიდენტმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა

მივიღე გადაწყვეტილება გამოვცე ირაკლი ოქრუაშვილის და გიგი უგულავას შეწყალების აქტი – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის ქვეყანაში არა არიან პოლიტპატიმრები, ისინი არიან დამნაშავე პოლიტიკოსები.

„გადაწყვეტილება მივიღე, გამოვცე უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების აქტი. სანამ მათი შეეწყალება შევა ძალაში, მინდა, მივმართო საზოგადოებას, რომლისთვისაც ჩემი დღევანდელი გადაწყვეტილება იოლად გასაგები არ იქნება და შესაძლოა, ვერც მაპატიოს.  უნდა განვმარტო ყველას გასაგებად შეწყალების არსი. არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რამეთუ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საქართველოში დღეს არ არსებობენ პოლიტპატიმრები“,-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად