პრეზიდენტი: გიორგი რურუას არ შევიწყალებ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეწყალებას არ აპირებს.

პრეზიდენტის თქმით, არ აპირებს იმავეს გამეორებას, რაც ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შემთხვევაში გააკეთა.

“ჩემს წინაშე დასმულ კითხვას ასე ვუპასუხებ. მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ. ჩემზე კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ იცის ყველაფერი მის შესახებ და იცის რატომ არ მივიღებ ამ შეწყალების გადაწყვეტილებას. ასევე ისიც იცის, რომ ჩემ გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშვილმა „მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვტილების შეუსრულებლობაში დამნაშავედ სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად