პრეზიდენტი: გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილება მთავრობის უცვლელად წარდგენაზე, სწორია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილება პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის უცვლელად წარდგენაზე სწორი გადაწყვეტილებაა.

"ვფიქრობ, პრემიერის ცვლილებაზე კარგი გადაწყვეტილებაა მიღებული და ეს სასარგებლო იქნება სახელმწოფსთვის. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ პერიოდი როდესაც ეს გადაწყვეტილებაა მიღებული, მოითხოვს სწრაფ ქმედებასაც, რადგან წლის ბოლოა.

გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელი განცხადება, რომ მთავრობის შემადგენლობას უცვლელად წარუდგენს პარლამენტს, არის სწორი, რადგან მნიშნელოვანია, რომ მთავრობა დაკომპლექტდეს დროულად, ახალ წლამდე და ქვეყანას ჰყავდეს მოქმედი მთავრობა და არა მინისტრების მოვალეობის შემსრულებლები. ამის შემდეგ კი შესაძლებელი იქნება პოლიტიკურმა გუნდმა და მომავალმა პრემიერმინისტრმა მიიღონ გადაწყვეტილება", – განაცხადა მარგველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...