პრეზიდენტი: ევროკავშირის კარი ხვალ დილით რომ არ გაიღება, თქვენ, მეც და საზოგადოებამაც იცის

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ღამის კურიერისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

“ევროკავშირის კარი ხვალ დილით რომ არ გაიღება, თქვენც იცით, მეც ვიცი და საზოგადოებამაც იცის. ეს არ არის ჩვენი დღევანდელი ამოცანა. ჩვენი დღევანდელი ამოცანა არის შევაღწიოთ იქ, სადაც დღეს გვჭირდება, რომ ვიყოთ, რომ მივიღოთ თანამშრომლობის ის დონე, რაც არის საქართველოსთვის საკადრისი და ამას ყველა თანდათან ხვდება.

ევროკავშირში შეღწევა რეალური მიზანია და ჩვენ სხვა პერსპექტივა არ გაგვაჩნია. სხვა რამეა, რომ დღეს და ხვალ, მომავალ კვირას, ორ თვეში ევროკავშირი არ დაიწყებს მსჯელობას ახალ კანდიდატებსა და ახალ წევრებზე. სამაგიეროდ, დაწყებულია მსჯელობა პარტნიორობის ახალ ფორმატზე, ასოცირება რასაც ნიშნავს და იქ უნდა ვიყოთ ძალიან მომთხოვნი, რადგან დღეს ვდგამთ იმ ნაბიჯებს შესვლისას, რაც ხვალ ინსტიტუციურად გაფორმდება. დღეს უნდა შევიდეთ, რომ ხვალ გვითხრან – შესული ხართო. ეს არის სტრატეგია და ისე ძახილი, რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირი, მე აღარ მყოფნის.”- განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად