პრეზიდენტი: დემოკრატიულობის მაჩვენებელია, რომ ჩვენ გვაქვს არჩევნების მეორე ტური

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა დავიწყო მადლობით ქართული საზოგადოების მიმართ, რომელმაც მიიღო მონაწილეობა უმნიშვნელოვანეს პროცესში, საპრეზიდენტო არჩევნებში.

აგრეთვე მინდა მადლობა ვუთხრა ქართულ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომელთა წარმომადგენლებიც ძალიან აქტიურად მუშაობდნენ, რათა დემოგრაფიული პროცესი ყოფილიყო დაცული და ყველაფერი ჩატარებულიყო კანონის ფარგლებში.

შეჯამებისას ჩვენ შეგიძლია დავასკვნათ, რომ არჩევნებმა ძირითადად მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, თუმცა აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ის ხარვეზები, რაზეც ჩვენ მიგვითითეს ადგილობრივმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, რაც მეორე ტურში უნდა გამოსწორდეს.

მისასალმებელი და დემოკრატიულობის მაჩვენებელია ის, რომ ეს იყო ძალიან აქტიური და კონკურენტული არჩევნები, რაც გამოხატა იმაში, რომ ჩვენ გვაქვს არჩევნების მეორე ტური“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამ ეტაპზე სალომე ზურაბიშვილს ხმა ამომრჩეველთა 38.64%-მა მისცა, გრიგოლ ვაშაძეს კი – 37.74%-მა. სწორედ ეს ორი კანდიდატი დაუპირისპირდება ერთმანეთს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომლის ჩატარების უკიდურესი ვადა 2 დეკემბერია. დანარჩენ ამომრჩეველთა ხმები კი ასე გადანაწილდა: დავით ბაქრაძე – 10,97%, შალვა ნათელაშვილი – 3,74%, ზურა ჯაფარიძე – 2,26%, დავით უსუფაშვილი – 2,26%.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად