პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე: სინოდმა თავისი თქვა-მომეცით უფლება, დავფიქრდე

მომეცით უფლება, დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე განაცხადა.

“მამალაძის შეწყალების საკითხზე უკვე ვთქვი, რომ აქ არის ძალიან სენსიტიური საკითხი მთელ საქართველოს საზოგადოებისთვის, ყველას აქვს თავისი წარმოდგენა-უნდა შევიწყალო, თუ არ უნდა შევიწყალო.

სინოდმა თავისი თქვა, მე მომეცით უფლება, რომ ჩემთვის და იმ წესებთან თანხმობაში, რაც იქნება ახლა, ამ დღეებში მიღებული, დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება.

არ არის მიღებული გადაწყვეტილება, როცა იქნება დამერწმუნეთ, თქვენც გეტყვით და საზოგადოებასაც მოვახსენებ“,-განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად