პრეზიდენტი: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სწრაფად აღდგენა აუცილებელია

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მოინახულა და განაცხადა, რომ აღნიშნული ძეგლის აღდგენა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, ასევე საზღვრის დადგენის საკითხის მოგვარება აუცილებელია.

“დღეს, ”ევროპა ნოსტრას” ჯგუფთან ერთად ამოვედით დავით გარეჯის ზემო ნაწილში, დავათვალიერეთ აქაური კლდის ნახატები, ფრესკები. ყველაფერში ჩანს, რომ აუცილებელია ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა. სწორედ, ამას ემსახურება “ევროპა ნოსტრას” მიერ დავით გარეჯის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლად გამოცხადება.

აუცილებელია ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთ და ასევე სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს, რომელიც ვეღარ ითმენს”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...