პრეზიდენტი დაშვებულ შეცდომებზე: არ ვიცი, არ მომდის აზრად, შეცდომა იყო ალბათ ბევრი, მაგრამ…

სალომე ზურაბიშვილი უკვე 656 დღეა საქართველოს პრეზიდენტის პოსტს იკავებს.

 

კითხვაზე  თუ რა იყო მისი მთავარი შეცდომა და მიიჩნევს, თუ არა ის ძებნაში მყოფი საქართველოს მოქალაქის შეწყალებას შეცდომად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განმარტება გადაცემა “ღამის კურიერისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

მისი განცხადებით,  შეცდომები იყო, თუმცა ეს სხვებმა უნდა შეაფასონ.

“ალბათ, სხვებმა უნდა თქვან.. არ ვიცი, არ მომდის აზრად, შეცდომა იყო ალბათ ბევრი, მაგრამ… რატომ იყო შეცდომა, არის გარემოებები, რომელმაც განაპირობა იმისი თუ ამისი შეწყალება და ამის შეცდომად დარქმევა არასწორია. მათი შეფასება არის პრეზიდენტის დისკრეციაში, ეს არის აუცილებელი, რომ დარჩეს ასე და არ იყოს ახსნილი, რა გარემოებებმა განაპირობა ეს გადაწყვეტილება. მე როცა გადაწყვეტილებას ვიღებდი, ვიცოდი რა იყო ის გარემოებები, რამაც გადამაწყვეტინა ეს გადაწყვეტილება”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად