პრეზიდენტი: ჩვენ გვჭირდება ევროპელი ლიდერები, რათა მათ დაარწმუნონ რუსეთი უარი თქვან ძალის გამოყენებაზე

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვაში,პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის ყოველწლიურ კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

დღესდღეობით უკანონო ბორდერიზაციის, ტერიტორიების ოკუპაციის, ტერიტორიული მთლიანობის უგულვებელყოფის, მოქალაქეთა თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვის, ოჯახებისა და სოფლების გამიჯვნის ფაქტები რუსეთს აშკარა წინააღმდეგობაში აყენებს იმ პრინციპებთან მიმართებაში, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებს უდევს საფუძვლად და უფრო მეტიც ევროპულ ურთიერთობებს: საერთაშორისო სამართლის პატივისცემას, ადამიანის უფლებათა პატივისცემას, გადაადგილების თავისუფლებას… 

ამდენად, ჩვენ პარტნიორების მხარდაჭერა, ჩვენი ლიეტუველი და ბალტიელი მეგობრების მხარდაჭერა გვჭირდება, რათა მათთან მოლაპარაკებების ფორმატი განვაახლოთ, რამაც პოლიტიკური მნიშვნელობა უნდა შეიძინოს; ჟენევაში მხოლოდ წასვლით და უკან დაბრუნებით, არ უნდა დავკმაყოფილდეთ

პარტნიორების მხარდაჭერა გვჭირდება, რათა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა უფრო მეტად ეფექტური გახდეს. პარტნიორების მხარდაჭერა გვჭირდება, რათა კონფლიქტი და ოკუპაცია დავძლიოთ და ბორდერიზაციის ფაქტებს თვალი მხოლოდ ახლოდან და შორიდან არ უნდა ვადევნოთ, რაც ვითარებას არ ცვლის. დაუსრულებელი სტატუსკვო უნდა დამთავრდეს, რომელიც არის მიუღებელი და აღშფოთება, რაც 20 ივნისს თბილისის ქუჩებში ვიხილეთ არის სპონტანური იმედგაცრუების შედეგი, რომელიც ხდება მოსახლეობაში, რადგან მოსახლეობა ცვლილებას ადგილზე ვერ ხედავს. მიუღებელი ვითარება კვლავ შეუცვლელია.  

ეს არც გრძელვადიან სტაბილურობას უწყობს ხელს და საბოლოოდ არავის მოუტანს სარგებელსმათ შორის არც რუსეთს. ჩვენ გვჭირდება ევროპა და ევროპელი ლიდერები, რათა მათ დაარწმუნონ რუსეთი უარი თქვან ძალის გამოყენებაზე და მუქარაზე. მის მიერ აღებული ვალდებულებები შეასრულონ და კანონების საფუძველზე იმოქმედოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა მეზობელთან ურთიერთობების დროსამ მხრივ, უკრაინა ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან მეზობელს წარმოადგენს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.  

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...