პრეზიდენტი: ჩვენ ევროკავშირისგან მხარდაჭერის თამამი ნაბიჯები გვჭირდება

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ვილნიუსში, პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის ყოველწლიური კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვანია, ის რომ განვაგრძოთ გზა, პროგრესი აღვნიშნოთ და პარალიზება თავიდან ავიცილოთ, რომელმაც შესაძლოა იმედგაცრუებამდე მიგვიყვანოს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ევროკავშირისგან მხარდაჭერის თამამი ნაბიჯები გვჭირდება: ფინანსური მხარდაჭერის გაძლიერება, რაც რეფორმების ყველაზე რთული ნაწილია, რომელშიც ახლა შევაბიჯებთ; პოლიტიკური მხარდაჭერა, უკანონო ბოდერიზაციის საკითხებისა და ჩვენ რთულ მეზობელთან ურთიერთობების ჩათვლით, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული; გვქონდეს პირდაპირი ურთიერთობების უწყვეტი მხარდაჭერა და არ იფიქროთ „ევროპული სამეზობლო პოლიტიკის“ კომისრის თანამდებობის გაუქმებაზე, როგორც ინფორმაცია ვრცელდება”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, შემთხვევითობა არ არის, რომ 23 აგვისტო, ბალტიის გზის დღესასწაულთან ერთად ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა.

“ტოტალიტარიზმი ევროპულ ნიადაგზე აღმოცენდა და ეს მაშინ მოხდა, როდესაც ევროპა შიგნიდან ჩაიკეტა, როდესაც დაივიწყა საკუთარი ღირებულებები, უარი თქვა საკუთარ პრინციპებზე, როდესაც მას სიძულვილი, დაყოფა და დისკრიმინაცია მართავდა, თუმცა, ტოტალიტარიზმი საბოლოოდ ევროპული აღმშენებლობით დამარცხდა. თუ ვიკითხავთ იმას, შეძლებს თუ არა ევროპა როდესმე იყოს ერთიანი? ან რას ნიშნავს ეს? ვფიქრობ, რომ პასუხი არის არა, რადგან იმისთვის, რომ განვმარტოთ თუ რა არის ერთიანი ევროპა, საბოლოოდ უნდა შევთანხმდეთ მანამდე არსებულ საზღვრებზე: ბუნებრივი, გეოგრაფიული და არ ვიცი კიდევ რა კრიტერიუმით შეიძლება ამის განსაზღვრა. სინამდვილეში კი, ევროპის ერთადერთი საზღვრებია თავისუფლება, დემოკრატია, საერთო ღირებულებები, ძლიერი ინსტიტუციები, საერთო პრინციპები და თანაბარი სტანდარტები” – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...