პრეზიდენტი: ჩემს მოქალაქეებს ბევრი სირთულე აქვთ და მე ამ სიმძიმით ვცხოვრობ

"ბუნებრივია, ძალინ ბევრი რამე მე ამ 4 წლის განმავლობაში ვერ გავაკეთე, მძიმეა ყოველ დღე იცოდე, რომ შენ მოქალაქეებს ძალიან ბევრი სირთულე აქვთ და შენ არ გაქვს შესაძლებლობა ეს სირთულეები გადაჭრა. მინდა გითხრათ, რომ მე ამ სიმძიმით ვცხოვრობ", – ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. 

"ის, რომ მე აღარ მქონდა კომპეტენცია და უფლება აღმასრულებელი გადაწყვეტილებების მიღების, ის, რომ მე აღარ მემორჩილებოდნენ, უფრო სწარად, ის, რომ პრეზიდენტს აღარ ემორჩილებოდნენ მინისტრები, ის რომ პრეზიდენტი ხდებოდა გარკვეული გარანტი დემოკრატიის, კონსტიტუციის, ბალანსის, ეს საკითხები იყო ძალიან ახალი. 

მე მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენ მოქალაქეებს, რომლებმაც ეს ყველაზე სწრაფად გაიგეს. მათ გაიგეს, რომ სამწუხაროდ, კონსტიტუციიდან გამომდინარე არ მაქვს შესაძლებლობა მოვუმატო პენსიები, გავზარდო სოციალური დაზღვევა, დასაქმება და რამენაირად გადავწყვიტო ის, ძალინ მძიმე ეკონომიკური სირთულე, რომელიც ჩვენ ხალხს აქვს", – განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...