A1 ბანერი

პრეზიდენტი: ჩემგან მიუღებელია რომელიმე მოსამართლეზე პირადი პოზიცია გამოვთქვა  

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენში გაგზავნილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატის სიასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განაცხადა.

“სასამართლო და სასამართლოს რეფორმა  და სასამართლოს მიმართ ნდობა არის დემოკრატიის ქვაკუთხედი და ყვალაფრის ფასი. ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების ქვაკუთხედი და საწინდარია, როგორია ჩვენი სასამართლო, ნდობა უნდა არსებობდეს არამხოლოდ ჩვენი, სასამართლოს მიმართ, არამედ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ქართული სასამართლოს სისტემის მიმართ. ვიცით რომ უნდა გადავიდეთ რეფორმის მე-4 ტალღაზე და ეს განაპირობებს ჩვენი შემდეგი თაობების მომავალას. ამიტომ, ყველა და როგორც საზოგადოების წარმომადგენელი, არ შეიძლება პრეზიდენტი არ იყოს დიდი ყურადღებით ამ პროცესის მიმართ, თუ როგორი იქნება რეფორმის  მე-4 ტალღა, როგორ განვითარდება და როგორ მოეკიდება საზოგადოება ამას. მე, დიდი მომხრე ვარ ამ რეფორმის განხორციელების.

რა არის ჩემი პოზიცია უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით? გიპასუხებთ, მე დღეს არ ვარ პოლიტიკური პერსონა, არც ოპოზიციაში და არც პოზიციაში. ჩემგან სრულიად მიუღებელი იქნება, რომელიმე მოსამართლეზე გამოვთქვა ჩემი პირადი პოზიცია. როგორც პრეზიდენტი მე არ მაქვს რომელიმე მოსამართლის მიმართ პოზიცია, არც იმის მიმართ თუ როგორ უნდა შეიქმნას სია, რომელიც შეადგენს ხვალ უზენაესს სასამართლოს.

რაც ეხება უზენაეს სასამართლოს,  ეხება სასამართლოს მიმართ ნდობას და მაღალ ხარისხს, ეს მოითხოვს ყველაზე ფრთხილ პროცედურებს. შემიძლია მხოლოდ მივესალმო იმას, რომ ის რაც აღმოჩნდა საზოგადოებისთვის და არა მხოლოდ საზოგადოებისთვის, ნაჩქარევი პროცედურა, რაც დღეს გადატანილია სხვა ფორმატში და ვიმედოვნებ რომ ეს მისცემს ყველა მათ, ვინც ჩართულია ამ პროცესში, გაიზიარონ კრიტერიუმები და ჩატარდეს ისე, რომ ამ პროცესის შედეგად გაჩდეს სასამართლოს მიმართ საზოგადოების მაღალი ნდობა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...