პრეზიდენტი 2001 წლის ტერაქტზე: 19 წლის შემდეგაც, ქართველი ხალხი ამერიკის გვერდით დგას

19 წლის შემდეგაც, ქართველი ხალხი ამერიკის გვერდით დგას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.

პრეზიდენტი გამოეხმაურა 19 წლის წინ ტრაგედიას, როდესაც ტერორისტებმა ნიუ იორკის ცათამბჯენებზე იერიში მიიტანეს.

“19 წლის წინ, 11 სექტემბრის თავდასხმებმა შეძრა ამერიკა და სრულიად მსოფლიო. დღეს, ჩვენ  პატივს მივაგებთ ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ტერორისტული აქტების მსხვერპლთ.

19 წლის შემდეგაც, ქართველი ხალხი ამერიკის გვერდით დგას  და განაგრძობს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის ბრძოლას”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად