პრეზიდენტი: 15 აგვისტომდე მოქმედებს კანონი, რომელიც ქართველ ემიგრანტებს საშუალებას აძლევს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა მარტივი პროცედურით შეინარჩუნონ

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა მარტივი პროცედურით გაიცემა.

15 აგვისტომდე მოქმედებს კანონი, რომელიც ქართველ ემიგრანტებს საშუალებას აძლევს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა მარტივი პროცედურით შეინარჩუნონ.
ეს ინიციატივა რამდენიმე წლის წინ დავიწყე, ჩემთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის შენარჩუნება და მიხარია, რომ საქართველოს ათასობით მოქალაქემ უკვე გამოიყენა ეს შანსი!
განსაკუთრებით მინდა ვთხოვო იმ ქართველ ემიგრანტებს, ვინც ზაფხულს საქართველოში ატარებენ, თუკი ბოლო ხანებში სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვეთ, აუცილებლად გამონახეთ დრო და მიაკითხეთ იუსტიციის სახლს!
ყველამ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა”, – წერს სალომე ზურაბიშვილი და იქვე საქართველოს პრეზიდენტი ადმინისრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განტავსებულ ინფორმაციას აქვეყნებს. სადაც აღნიშნულია:

“2018 წელს ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებებისშედეგად, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ საქართველოს მოქალაქეობის ფლობასთან ერთად მოიპოვონ სხვაქვეყნის მოქალაქეობაც.
სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს არ შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა(რასაც ითვალისწინებდა ძველი კანონის რედაქცია).

მათ, ვინც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგეს, 2019 წლის 15 აგვისტომდე უფლება აქვთ მიმართონ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით. თუკი საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული, მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა მარტივი პროცედურით გაიცემა.

აღსანიშნავია, რომ ამ უფლებით საქართველოს ათასობით მოქალაქემ უკვე ისარგებლა და სხვა ქვეყნის მოქალაქეობისმოპოვებასთან ერთად შეინარჩუნა საქართველოს მოქალაქეობა. აღნიშნული უფლებით სარგებლობა გათვალისწინებულია გარდამავალი დებულებით, რომელიც ძალაშია მიმდინარე წლის 15 აგვისტომდე”..

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...