პრეზიდენტი: 14 წლის გოგონას თვითმკვლელობა ტრაგედიაა! დამნაშავე უნდა დაისაჯოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება,

“ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის და უპირველესად ქალისთვის მომხდარი ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ხასიათის ძალადობა!

დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა არ წახალისდეს ძალადობა. მსგავსი საკითხების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კი, უნდა იყოს მკაცრი და ცალსახა!”- წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, ქობულეთში 14 წლის გოგონამ გავრცელებული ინფორმაციით სიცოცხლე თვითმკველობით დაასრულა.

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ნ.ტ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალად ედება სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების მიერ გავრცელებულიი ინფორმაციის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, 2006 წელს დაბადებულ გოგონასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...