პრეზიდენტი: 14 ოქტომბერს, ფრანგულ რადიოში საქართველოზე მომზადებული გადაცემის პირველი სტუმარი ვიქნები

უცხოურ მედიაში ასეთი ტიპის გადაცემები ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდასა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას”,- ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“14 ოქტომბერს, ფრანგულ რადიოში France Bleu, საქართველოზე მომზადებული გადაცემის “Embarquement immédiat” პირველი სტუმარი ვიქნები.

გადაცემა, მთელი კვირის განმავლობაში, ფრანგ მსმენელს საქართველოს ისტორიის, კულტურის, ტურიზმის, გასტრონომიისა და მოგზაურობის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას და ვიქტორინის საშუალებით, საქართველოს საგზურს გაათამაშებს.
უცხოურ მედიაში ასეთი ტიპის გადაცემები ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდასა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ტურისტების მოზიდვასა და ქართული ეკონომიკის გაძლიერებას.”,-ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად