მე ვნახე პრეზიდენტ მარგველაშვილის პრინციპული პოზიცია, რომლისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს, რითაც საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავს: ერთდღიანი შეწყალების შემთხვევაში, ბატონ მიხეილს ვთხოვდი გვერდით გადადოს ყველა საქმე, ჩემთან ერთად მივიდეს პრეზიდენტის ღონისძიებაზე და პეტიციას ხელი მოაწეროს

„ახლა არ არის პოლიტიკური ინტრიგების დრო. 
მე ვნახე პრეზიდენტ მარგველაშვილის პრინციპული პოზიცია, რომლისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. 
გამარჯვების კოალიცია - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ესწრება საერთო შეკრებას და მათ ვატან ჩემ მიერ ხელმოწერილ პეტიციას. 
მე როგორც პუტინისა და მისი რუსული რეჟიმის პირადი პატიმარი, მაგრამ ამავე დროს პრეზიდენტი, რომელმაც პირველად ავაფრიალე ევროპის დროშა საქართველოში დარწმუნებული ვარ სტატუსის მინიჭების აუცილებლობაში. 
დანარჩენი უკვე ჩვენი გასაკეთებელია საქართველოში.
ასევე მე მხარს ვუჭერ უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას. 
რამდენიც არ უნდა ეცადოს რუსული რეჟიმი დამიკარგოს ჩემი წვლილი ევროპისკენ მოძრაობის საქმეში, ყველას კარგად ახსოვს, რომ ჩემ დროს საქართველო ლიდერი იყო სამეულის და ახლა ჩამორჩენილის პოზიციაში ვართ და წინ უკრაინა მიგვათრევს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

„ჩვენი ხმა ევროპას" - ათონელის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილის კამპანიის დასკვნითი მიღება მიმდინარეობს.