პრეზიდენტ მარგველაშვილის განკარგულება მთავრობისთვის მოვალეობის დაკისრების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განკარგულება გამოსცა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა.

როგორც გიორგი კვერენჩხილაძემ აღნიშნა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობის იმავე შემადგენლობას დააკისრა მთავრობის მოვალეობის შესრულება, მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე. 

„კონსტიტუციის მიხედვით ახლა საქართველოს პარლამენტი, საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს პრემიერმინისტრობის კანდიდატს და დღევანდელი დღიდან შვიდი დღის ვადაში პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატს წამოაყენებს ოფიციალურად და წარუდგენს მას პარლამენტს", -განაცხადა კვერენჩხილაძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად