პრემიერმინისტრმა ფედერიკა მოგერინის სამუშაო სადილზე უმასპინძლა

ევროკავშირი–საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე საუბარი საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ სამუშაო სადილზე განაგრძეს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციიდან იუწყებიან.

საქართველოს მთავრობის მეთაური და  ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მთაწმინდაზე ფუნიკულიორის ტრამვაით ავიდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში პირველი ვიზიტით მყოფ ფედერიკა მოგერინის თბილისის ხედები დაათვალიერებინა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციიდან იუწყებიან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა თბილისის სილამაზესა და მის კოლორიტულობას.

სამუშაო სადილს საქართველოს ვიცე–პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...