პრემიერმინისტრისა და პრეზიდენტის შეხვედრა დასრულდა

მთავრობის კანცელარიაში პრემიერმინისტრისა და პრეზიდენტის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაკეთებულა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრაზე რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები: სუსის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი, ასევე თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.

The post პრემიერმინისტრისა და პრეზიდენტის შეხვედრა დასრულდა appeared first on iMtavroba.

კომენტარები
იტვირთება...