პრემიერმინისტრის ვიზიტი სლოვაკეთში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთის რესპუბლიკაში დაიწყო. საქართველოს დელეგაციას ბრატისლავას საერთაშორისო აეროპორტში ორიქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები დახვდნენ.

დღესვე საქართველოს მთავრობის მეთაური სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ  რობერტ ფიცოს დაეროვნული საბჭოს სპიკერს პეტერ პელეგრინს შეხვდება.

დაგეგმილია საქართველოსა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან: ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთამინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სოფლისმეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

This website uses cookies to improve your experience. We'll assume you're ok with this, but you can opt-out if you wish. Accept Read More