პრემიერმინისტრი: სათნოების სახლის “კათარზისის” შენობა არ გასხვისდება

საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსამსახური სათნოების სახლ “კათარზის” ხელმძღვანელობის განცხaდებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „აიპრესი“  უცვლელად გთავაზობთ.

"პრემიერმინისტრი სათნოების სახლ “კათარზისის" ხელმძღვანელობის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც აღნიშნული შენობის საკუთრებაში გადაცემას ეხება, შესაბამის სტრუქტურებს დავალებას აძლევს. შენობა, რომელშიც ამჟამად სათნოების სახლი მდებარეობს, არ გასხვისდება.

საკითხის გარკვევა დაევალა ეკონომიკის მინისტრსა და დედაქალაქის მერს. აღნიშნული შენობა არის მუნიციპალიტეტის საკუთრება, ის არ არის გასასხვისებელი ობიექტების ნუსხაში და შესაბამისად მისი გაყიდვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას."- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად