პრემიერმინისტრი რეზო ჭეიშვილის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს

პრემიერმინისტრი რეზო ჭეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მწერლის ოჯახს, ახლობლებსა და ქართულ საზოგადოებას უსამძიმრებს.

დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მწერლისა და დრამატურგის რეზო ჭეიშვილის გარდაცვალების გამო.

რეზო ჭეიშვილმა თავისი შემოქმედებით მდიდარი მემკვიდრეობა დაუტოვა ქართულ მწერლობას. დიდია მისი ღვაწლი ქართულ კინემატოგრაფიაშიც. რეზო ჭეიშვილის სცენარით არაერთი ფილმია გადაღებული, რომლებიც ქართული კინოს საუკეთესო ნიმუშებად არის მიჩნეული.

თანავუგრძნობ რეზო ჭეიშვილის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და ქართულ საზოგადოებას.

კომენტარები
იტვირთება...