პრემიერმინისტრი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთს ეწვევა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკას ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური სლოვაკეთის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს და ეროვნული საბჭოს სპიკერს, პეტერ პელეგრინს შეხვდება.

დაგეგმილია ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის, გაფორმდება შემდეგი დოკუმენტები: “შეთანხმება დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ”, “უნებრათვოდ მყოფი პირების რეადმისიის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების განხორციელების პროტოკოლი”, “შეთანხმება მგზავრებისა და ტვირთის საავტომობილო გადაზიდვების შესახებ”.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...