პრემიერმინისტრი: “მიუხედავად გაუგებარი ბრალდებებისა დღეს ბიზნესი თავისუფალია”

"ჩვენ ვართ მაქსიმალურად მეგობრულნი ბიზნესისა და კერძო სექტორის მიმართ", – ამის შესახებ განცხადება პრემიერმინისტრმა, დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა. რადიო იმედის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რომელიც გახშირებულ საგადასახადო შემწმებებს ეხებოდა, პრემიერმა განაცხადა, რომ მისთვის პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები მიუღებელია.

“ჩვენი მთავარი მიდგომა, რაც ყველასთვის არის ნათელი, არის ის რომ ჩვენ ვართ მაქსიმალურად მეგობრულნი ბიზნესისა და კერძო სექტორის მიმართ. ბიზნესი თავისუფლად ოპერირებს. გასულ წელს ყველაზე ბევრი ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა, ეს მიუთითებს იმაზე რომ ნდობა მთავრობის მიმართ არის გაზრდილი. ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი დღეს. მიუხედავად ამ რაღაც გაუგებარი ბრალდებისა, აღარ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო და უხეში შეფასება გავაკეთო.

მიუხედავად იმ განცხადებისა რასაც აკეთებენ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები დღეს ყველამ კარგად იცის როგორი კლიმატია ბიზნესის კეთების კუთხით.  ჩვენთვის მთავარი არის მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება, რომ საქართველო არის 22-ე მსოფლიოში, როგორც ყველაზე თავისუფალი ბიზნესის კუთხით. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დაცულები იყვნენ ბიზნესმენები და ინვესტორები. ამისთვის არის აუცილებელი დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა. არც ერთი ინვესტორი და ბიზნესმენი არ ჩადებს ფულს იმ ქვეყანაში სადაც სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. ათასობით ფაქტი გვაქვს ბიზნესის გადაფორმების. ჩვენ დროს მსგავსი არც ერთი ფაქტი არ მომხდარა.
თუ რაიმე არგუმენტები გაქვთ წარმოადგინეთ ღიად და არა შეკვეთილი სტატიების სახით", – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად