პრემიერმინისტრი კახა კალაძეს და დავით ნარმანიას მადლობას უხდის

„ჩვენს ქვეყანას ექნება ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სტადიონი. ეს არის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გარემონტებული, შეცვლილია ყველაფერი და მზად ვართ, ღირსეულად ვუმასპინძლოთ ბარსელონა-სევილიას მატჩს, რომელიც 11 აგვისტოს გაიმართება“, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "დინამო არენას" დათვალიერებისას განაცხადა. 

პრემიერმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული "დინამოს" სტადიონისთვის 20 მილიონი ლარი დაიხარჯა.

რეაბილიტაციის პროცესში, გამაგრდა სტადიონის კონსტრუქცია, შეიცვალა შიდა დიზაინი, გახმოვანება, ტაბლოები, განათება და სკამები.პრემიერმინისტრმა, თბილისის მერს დავით ნარმანიას, უეფას ფინალური მატჩის საორგანიზაციო სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელს და ვიცეპრემიერ კახა კალაძეს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

 


 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...