პრემიერმინისტრი: ადამიანთა უფლებების დაცვის საქმეში ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ

ამ წუთებში სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მიღებას მართავს.

პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო 3 წლის განმალობაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ძალიან ბევრს მიაღწია, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია და მან პირობა დადო, რომ მისი მინისტრთა კაბინეტი ამ კუთხით ეფექტურად იმუშავებს მომავალში.

"პირველად საქართველოს ისტორიაში, სულ რაღაც ორი კვირის წინ, პარლამენტმა დანიშნა გენერალური პროკურორი, რომელიც არჩეული იყო დამოუკიდებელი პროცესების შედეგად, ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით. ეს არის დიდი წინსვლა საქართველოს კანონის უზენაესობის განმტკიცების გზაზე. ჩვენი წინსვლის აღსანიშნავად, ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ანსამბლეის სხდომაზე, საქართველო პირველად თავის ისტორიაში, აირჩიეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად.

ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ამ პასუხისმგებლობას და მტკიცედ გვაქვს გადაწვეტილი, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის საქმეში. მართალია, ბოლო 3 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან წინსვლას მივაღწიეთ, თუმცა წინ დიდი სამუშაო გველის. ჩვენს მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ადამიანის უფლებათა დაცვა. მე გპირდებით, რომ ჩვენ კიდევ უფრო ეფექტურად ვიმუშავებთ მომავალში კიდევ უფრო დიდი წარმატების მისაღწევად", – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად