პრემიერმა ვახტანგ გომელაური უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა

ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერის გადაწყვეტილებით, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნად, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაინიშნა.

„მოგეხსენებათ, უშიშროების საბჭო არის უაღრესად მნიშვნელოვანი ორგანო, განსაკუთრებით დღეს, რომელიც ეფექტურად უნდა მუშაობდეს და ფუნქციონირებდეს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ უშიშრობის საბჭოს ახალ მდივანს, ეს გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური. ვულოცავ ბატონ ვახტანგ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნას, რა თქმა უნდა, შეთავსებით. ეს ნიშნავს იმას, რომ მისი ფუნქციონალი, ისევე როგორც ძალისხმევაც იქნება გაზრდილი და ეფექტური“, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად