A1 ბანერი

პრემიერმა ტოკიოში გამოფენა “საქართველო – ღვინის სამშობლო” ოფიციალურად გახსნა

იაპონიის დედაქალაქი ტოკიო ქართული ღვინისკულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილ გამოფენას – „საქართველო – ღვინის სამშობლო“მასპინძლობს. ექსპოზიცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, დღეს ოფიციალურად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გახსნა.

გამოფენა, რომლის კონცეფციაც დაფუძნებულიაქართული ღვინის მრავალათასწლოვანი კულტურისწარმოჩენაზე, უნიკალურ არქეოლოგიურექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებს. პროექტში იაპონელი პარტნიორებისმნიშვნელოვანი კონტრიბუციაა უახლესიტექნოლოგიის – Warpqsuare-ის გამოყენებითქართული კულტურისა და ღვინის ისტორიისგაცოცხლება, რაც დამთვალიერებელს ინტერაქციის დახმარებით უძველესი ღვინის სამშობლოში მოგზაურობის საშუალებას აძლევს.

მთავრობის მეთაურმა, სტუმრებთან ერთად, გამოფენა დაათვალიერა და მის შესახებ დეტალური ინფორმაცია პროექტის ხელმძღვანელ დავით ტყემალაძისგან მიიღო. პროექტი – “საქართველო – ღვინის სამშობლო”, გამოფენასთან ერთად, ქართული ღვინის წარმოშობისა და უნიკალურობის შესახებ მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტების სემინარებს, დეგუსტაციას, „ქართული სუფრის“ მასტერკლასებსა და კულტურულ პროგრამას მოიცავს.

ქართული ღვინის ისტორიით დაინტერესებულ იაპონური მედიის წარმომადგენლებს დღეს ინტერვიუ მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გამოფენის სტუმარი ჟურნალისტებისთვის კი პრესკონფერენცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გამართა.

ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმიმიძღვნილი ექსპოზიცია ტოკიოში, საგამოფენო ცენტრTerrada Warehouse-ში,
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინის“ ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, „საქპატენტის“ და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication-ისა და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით იმართება და 7 მაისამდეგაგრძელდება.

როექტის – „საქართველო – ღვინის სამშობლო“ განხორციელება 2017 წელს, საფრანგეთის ქალაქბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციისცენტრიდან დაიწყო და მეცნიერულ კვლევასმიეძღვნა, რომლის შედეგად, სამეცნიეროსაზოგადოებამ საქართველო ღვინის სამშობლოდაღიარა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავროდბის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...