პრემიერმა ქართველ სპორტსმენებს კორეის ზამთრის ოლიმპიადაზე წარმატებები უსურვა

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ სპორტსმენებს, რომლებიც კორეაში ზამთრის XXIII თამაშებში მონაწილეობას მიიღებენ წარმატება უსურვა.

მისი თქმით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 4 ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, ესენი არიან: იასონ აბრამაშვილი და ნინო წიკლაური – სამთო-სათხილამურო სპორტში, ასევე, გიორგი საღოიანი საციგაო სპორტში და მორის ყვითელაშვილი ფიგურულ ციგურაობაში.

“საერთოდ, ოლიმპიური მოძრაობა ქვეყანაში არის უმნიშვნელოვანესი – ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების კუთხით და ჩვენ, რათქმაუნდა, ამას განსაკუთრებულად შევუწყობთ ხელს”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად