პრემიერმა “ქართული ოცნების” სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარების კანდიდატები წარადგინა. 

"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ახალციხესა და ადიგენში იქნება ახალციხის მერი, გიორგი კოპაძე. 

ახალქალაქსა და ნინოწმინდაში "ქართული ოცნების" სახელით მაჟორიტარობისთვის ენზელ მკოიანი იბრძოლებს. 

ბორჯომსა და ასპინძაში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე იქნება. 

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარობის კანდიდატები უკვე წარადგინა იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და კახეთში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად