პრემიერმა ფინანსთა მინისტრს არაალკოჰოლურ სასმელებზე მარკირების გადავადება დაავალა

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებმა პროდუქციის მარკირების ვადის გადაწევის თხოვნით მიმართეს.

ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა პროექტი, რომლის თანახმად, გაზიანი, მინერალური და მტკნარი წყლების მარკირება, 1-ლი სექტემბრიდან სავალდებულო ხდებოდა.

“კომპანიებმა პრემიერმინისტრს, ზაფხულის სეზონისა და მარკირებისთვის საჭირო აპარატურის განთავსების სირთულის გათვალისწინებით, მარკირების ამოქმედების თარიღის გადაწევის თხოვნით მიმართეს.

პრემიერმინისტრი ითვალისწინებს არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლების თხოვნას და ფინანსთა მინისტრს ავალებს, პროდუქციის სავალდებულო მარკირება 2015 წლის 1-ელ ნოემბრამდე გადავადდეს”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები
იტვირთება...