პრემიერმა ოთხი მთავარი მიმართულება და მასზე პასუხისმგებელი პირები დაასახელა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოთხი მთავარი მიმართულება და მასზე პასუხისმგებელი პირები დაასახელა, რომელმაც შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოწვევებს უნდა უპასუხონ იმისათვის, რათა ზარალი მაქსიმალურად შემცირებული იყოს.

განცხადება პრემიერმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

“ჩვენ გვაქვს რამდენიმე ძირითადი მიმართულება, რომელზეც სრულად უნდა ვიყოთ კონცენტრირებული ამ ვირუსთან მიმართებაში. სისტემური მიმართულებები, რომლის მიმართულებითაც წარმატება გვაძლევს საშუალებას ეფექტურად ვებრძოლოთ ამ ვირუს.

ჯანდაცვის მიმართულებას უხელმძღვანელებს ეკატერინე ტიკარაძე, მეორე მიმართულება გახლავთ სამოქალაქო წესრიგი, რომელზეც პასუხისმგებელი არის შს მინისტრი და უსაფრთხოების საბჭოს მდივანივახტანგ გომელაური. მესამე მიმართულება არის სასურსათო მარაგების მართვა, ლოგისტიკა და ტრანსპორტირება ამ მიმართულებაზე პასუხისმგებელი გახლავთ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მეოთხე, ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება არის კრიზისის შემდგომ ყველანი მზად ვიყოთ იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა სწრაფად აღსდგეს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა ეკონომიკამ მიიღოს მინიმალური ზიანი. ეკონმიკურ მიმართულებაზე პასუხისმგებელი გახლავთ ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები
იტვირთება...