პრემიერმა ლტოლვილთა სამინისტროს პრიორიტეტებზე შეხვედრა გამართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ძირითად პრიორიტეტებზე იმსჯელეს გაფართოებულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მინისტრთა კაბინეტმა, მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის მიმდინარეობა და 2016 წელს განსახორციელებელი პროექტები პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ევროპასთან ინტეგრაციისა დაადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებთან ერთად განიხილა.

გაფართოებული შეხვედრისას გამოითქვა მოსაზრებები, როგორ შეიძლება, სახელმწიფო პოლიტიკა უფრო ეფექტური და დევნილთა საჭიროებებზე მეტად ორიენტირებული იყოს.

საუბრისას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად დასახელდა დევნილებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა -საცხოვრებლის, საარსებო წყაროებისა და განათლების ხელმისაწვდომობის მიმართულებით.

პრემიერმა ასევე მოისმინა ინფორმაცია სამინისტროს  სამომავლო გეგმების შესახებ. პრეზენტაცია სამუშაო შეხვედრაზეოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმაწარადგინა.

პრემიერ-მინისტრმა მსგავს ფორმატში შეხვედრა რამდენიმე მიმართულებით გამართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა უკვეიმსჯელეს იმ პროექტების შესახებ, რომლებსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკისსამინისტროები ახორციელებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად