პრემიერმა გურიის რწმუნებულის პოსტზე ზურაბ ნასარაია წარადგინა

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გურიის რეგიონის რწმუნებულის პოსტზე ზურაბ ნასარაია წარადგინა.

"გურიის რეგიონის რწმუნებულის პოსტზე წარმოგიდგენთ ბატონ გურამ ნასარაიას, მას აქვს ძალიან მრავალფეროვანი გამოცდილება საზოგადოებასთან და ჯგუფებთან ურთიერთობის საკითხებში. მჯერა, რომ გურამი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება გურიაში შეიცვალოს.

თქვენ იცით, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ ამ რეგიონში და დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტების რეალიზაციის შედეგად ჩვენ ვიხილავთ მნიშვნელოვან წილად გააქტიურებულ ეკონომიკურ ცხოვრებას გურიაში", – აცხადებს პრემიერი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად