პრემიერლიგის მე-8 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „მანჩესტერ-სიტი” „ლივერპულს” დაუზავდა – 1:1

ინგლისში, ამ დროისთვის პრემიერლიგის მე-8 ტურის 10-დან ცხრა შეხვედრაა დასრულებული

ტურის ცენტრალური შეხვედრაში „მანჩესტერ-სიტიმ” „ეტიჰადზე” პრემიერლიგის შარშანდელ გამარჯვებულ „ლივერპულს” უმასპინძლა.

მატჩი ჩემპიონთა შეტევებით დაიწყო და უკვე მე-13 წუთზე სალაჰმა, საჯარიმოში კაილ უოკერის მიერ სადიო მანეს წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანიდან, ძლიერი დარტყმით გაიტანა გოლი ედერსონისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში.

გაშვებული გოლის შემდეგ მასპინძლებმა შეუტიეს და 25-ე წუთზე „ლივერპული” სტერლინგის დარტყმის შემდეგ გოლს ალისონმა გადაარჩინა.

35-ე წუთზე ტრავმის გამო რამდენიმე მატჩის გამოტოვების შემდეგ მინდორზე პირველად გამოსულმა გაბრიელ ჟესუსმა ლამაზი მოძრაობით ჩამოიშორა ტრენტი და მის შესახვედრად დაძრული მატიპის მიახლოებამდე გაგზავნა ბურთი „ლივერპულის” კარში – 1:1.

„ქალაქელები” განაგრძობდნენ შეტევებს. 39-ე წუთზე კევინ დე ბრაინის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე გომეშს მოხვდა ხელზე და მსაჯმა მომენტის განმეორებით ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა. ალისონი დარტყმამდე ოდნავ ადრე გადახტა, დე ბრაინის მიერ ნახტომის საწინააღმდეგო მხარეს დარტყმული ბურთი კი სანტიმეტრებით აცდა კარს.

ტაიმის დარჩენილ დროში „ლივერპული” უტევდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ტაიმი ორმხრივი იერიშებით დაიწყო, გუნდები ბურთს ცენტრში პრაქტიკულად არ აყოვნებდნენ და იგი განუწყვეტლის რომელიმე საჯარიმოში ან მათ სიახლოვეს იყო

ტურის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

„ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონი” – „ბარნლი” 0:0
„საუთჰემპტონი” -„ნიუკასლ იუნაიტედი” 2:0(1:0)
„ევერტონი” – „მანჩესტერ იუნაიტედ” 1:3(1:2)
„კრისტალ პალასი” – „ლიდს იუნაიტედი” 4:1(3:1)
„ჩელსი” – „შეფილდ იუნაიტედი” 4:1(2:1)
„ვესტ ჰემ იუნაიტედი” – ფულჰემი” 1:0(0:0)
„ვესტ ბრომვიჩ ალბიონი” – „ტოტენჰემ ჰოტსპური” 0:1(0:0)
„ლესტერი” – „ვულვერჰემპტონ უონდერერსი” 1:0(1:0)

ტურის კიდევ ერთი მატჩი „არსენალს” და „ასტონვილას” შორის ჯერ არ დაწყებულა

8 ტურის შემდეგ დაწინაურდნენ:

„ლესტერი” – 18 ქ.
„ტოტენჰემ ჰოტსპური” – 17 ქ.
„ლივერპული” – 17 ქ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...