პრემიერლიგაში, ზედიზედ 7 თამაშის მოგების შემდეგ „მანჩესტერ სიტი” გალიდერდა

ინგლისის პრემიერლიგაში 26 იანვარს 4 შეხვედრა გაიმართა

გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე მყოფი „მანჩესტერ სიტი”, რომელიც თანაქალაქელებს 2 ქულით ჩამორჩებოდა და მათზე ერთი თამაშით ნაკლები ჰქონდა ჩატარებული, ვესტ ბომვიჩში გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერს, „ვესტ ბრომვიჩ ალბიონს” შეხვდა.

სტუმრებმა შეხვედრის პირველ ტაიმში 4-ჯერ აიღეს მასპინძლების კარი და მათ მატჩის გადარჩენის ყოველგვარი იმედი გადაუწურეს.

ანგარიში მე-6 წუთზე გერმანელმა ილქაი გიუნდოგანმა გახსნა. 22-ე წუთზე ჟოაუ კანსელუმ მე-2 გოლი გაიტანა. 29-ე წუთზე ისევ გიუნდოგანმა გამოიჩინა თავი – 0:3, ხოლო 45+2 წუთზე ალჟირელმა რიად მახრეზმა მეოთხედ აიღო მასპინძელთა კარი – 0:4.

შეხვედრის მე-2 ნახევრის 57-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგმა გაიტანა გოლი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:5.

„მანჩესტერ სიტიმ” ჩემპიონატში ზედიზედ შვიდჯერ გაიმარჯვა.

მორიგი გამარჯვება მოიპოვა ლონდონის „არსენალმა”. „მეთოფეებმა” საუთჰემპტონში ადგილობრივ „საუთჰემპტონს” სძლიეს და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს სატურნირო მდგომარეობა. აღსანიშნავია, რომ არსენალმა ბოლო 6 თამაშიდან 5 მოიგო და ერთი ფრედ დაამთავრა. გოლები: სტიუარტ არმსტრონგი (მე-3 წთ, 1:0), ნიკოლა პეპე (მე-8 წთ, 1:1), ბუკაიო საკა (39-ე წთ, 1:2), ალექსანდრ ლიაკაზეტი (73-ე წთ, 1:3)

ლონდონურ დერბიში “კრისტალ პალასი” „ვესტ ჰემ იუნაიტედთან” დამარცხდა 2:3(1:2). გოლები გაიტანეს ვილფრიდ ზაჰამ (3 წთ 1:0), ტომაშ სოუჩეკმა (მე-9 და 25- წუთებზე – 1:1 და 1:2), კრეიგ დოუსონმა (65-ე წთ, 1:3) და მიში ბატშუაიმ (90+7, 2:3)

„ნიუკასლ იუნაიტედი” სახლში ლიდს იუნაიტედთან დამარცხდა 1:2(0:1). გოლები რაფინია (მე-17 წთ, 0:1), მიგელ ალმირონი (57-ე წთ, 1:1) და ჯეკ ჰარისონი (61-ე წთ, 1:2)

„მანჩესტერ სიტი” 19 თ → 41 ქ
„მანჩესტერ იუნაიტედი” 19 თ → 40 ქ
„ლესტერ სიტი” 19 თ → 38 ქ
„ვეს ჰემ იუნაიტედი” 20 თ → 35 ქ
„ლივერპული” 19 თ → 34 ქ
„ტოტენჰემ ჰოტსპური” 18 თ → 33 ქ
„ევერტონი” 17 თ → 32 ქ
„არსენალი” 20 თ → 30 ქ
„ასტონ ვილა” 17 თ → 29 ქ
„ჩელსი” 19 თ → 29 ქ
„საუთჰემპტონი” 19 თ → 29 ქ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად