პრემიერლიგაში „მანჩესტერ იუნაიტედმა” და „ჩელსიმ” სტუმრად გაიმარჯვეს და „ლივერპულს” წამოეწივნენ

ინგლისის პრემიერპლიგაში დასრულდა მე-5 ტურის შეხვედრები

„მანჩესტერ იუნაიტედმა” გასვლაზე „ვესტ ჰემი იუნიატედს” სძლია და „ლივერპულს” წამოეწია”.

ანგარიში 30-ე წუთზე საიდ ბერაჰმმა გახსნა.

35-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ საპასუხო გოლი გაიტანა.

შეხვედრის 89-ე წუთზე ჯესი ლინგრადმა დააწინაურა სტუმრები.

90+5 წუთზე სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. დე ხეამ გამოიცნო მარკ ნოუბლის მიერ შესრულებული დარტყმის მიმართულება და მოიგერია ბურთი.

„ტოტენჰემ ჰოტსპურის” და „ჩელსის” სეხვედრის პირველ ნახევარში ანგარიში არ გახსნილა, მეორე ნახევრის მე-4 წუთზე კი ზედიზედ სამჯერ კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ „ჩელსი” ტიაგო სილვამ დააწინაურა.

რვა წუთის შემდეგ ნგოლო კანტემ მეორედ აიღო მასპინძელთა კარი, ხოლო 90+2 წუთზე ანტონიო რიუდიგერმა მესამე გოლი გაიტანა

დღეს გამართულ კიდევ ერთ შეხვედრაში „ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონმა” „ლესტერ სიტი” დაამარცხა.

გოლები: ნილ მოპეიმ (35′ თერთმეტმეტრიანი, 1:0) დენი უელბეკმა (50′ 2:0), ჯეიმს ვარდი (61′ 2:1)

„ლივერპული” 13
„ჩელსი” 13
„მანჩესტერ იუნაიტედი” 13
ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონ” 12
„მანჩესტერ სიტი” 10
„ევერტონი” 10

„ნიუკასლი” 2
„ბარნლი” 1
„ნორვიჩ სიტი” 0

კომენტარები
იტვირთება...