პრემიერის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ლელა აქიაშვილი​ გახდა

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“დღეს ჩვენ ვნიშნავთ პრემიერმინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. ეს გახლავთ ქალბატონი ლელა აქიაშვილი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გაააქტიურებს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ადმინისტრაციის მუშაობას, ასევე, გააქტიურდება, ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობა, რაც ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ პასიურ მდგომარეობაში იყო, სამწუხაროდ. ადამიანის უფლებათა სამდივნოც ასევე გააქტიურდება. ყველას ძალიან კარგად გვესმის და არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ჩვენი დემოკრატიული განვითარების პროცესის ძირითადი მიზანი გახლავთ ადამიანი და მისი დაცვა. ამიტომ​ ​ქალბატონი ლელა იმ დიდი გამოცდილებით, რომელიც მას გააჩნია როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით აქტივობების მიმართულებით, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ღირსეული წევრი ჩვენი გუნდის”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად