პრემიერის მოსმენას პარლამეტში გიორგი გახარიაც ესწრება

საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძემ ინტერპელაციის წესით პარლამენტში ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა. რომლის გამოსვლას პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი გიროგი გახარიაც დესწრება.

შს მინისტრი უკვე მოვიდა პარლამენტში. ფრაქციას პრემიერთან ქვეყანაში ბოლო დროს გაშირებულ კრიმინალზე აქვს კითხვები. ასევე, ინტერპელაციის წესით პარლამენტში დეპუტატების წინაშე გამოვა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, რომელიც ფრაქცია “ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა.

ფრაქციის წევრების თქმით, ბატიაშვილის მიმართ კითხვები პედაგოგების ხელფასებისა და გამოცდების გაუქმების ინიციატივას შეეხება. როგორც, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი განმარტავს, პირველია ფაქტია, როდესაც პრემიერი წარდგება პარლამენტის წინაშე და ისაუბრებს ინტერპელაციის გზით დასმულ კითხვაზე.

„პროცედურა არის შემდეგი – თავდაპირველად კითხვის ავტორი წარსდგება პარლამენტის წინაშე ათ წუთიანი გამოსვლით და განმარტავს კითხვის არსს, თუ რატომ დაისვა კითხვა, რატომ არის აქტუალური.ამის შემდეგ პრემიერი წარდგება პარლამენტის წინაშე და უპასუხებს იმ კონკრეტულ კითხვას, რომელიც მისთვის ინტერპელაციის გზით იყო დასმული. ინტერპელაციის მექანიზმი , განსხვავებით სხვა პროცედურებისგან, არ ითვალისწინებს იმ შემთხვევას, როდესაც პარლამენტის ყველა წევრს შეუძლია კითხვა დაუსვან მთავრობის წარმომადგენელს.

რაც შეეხება დებატებს, დებატები წარიმართება შემდეგი წესით : თავდაპირველად პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებს ექნებათ 5 წუთიანი გამოსვლების შესაძლებლობა. ამის შემდეგ, 15-15 წუთი მიეცემათ ფრაქციებს, შემდეგ კი 45 წუთი უმრავლესობას. მას შემდეგ, რაც დებატების პროცესი დასრულდება, პრემიერს ეძლევა შესაძლებლობა პარლამენტს დასკვნითი სიტყვით მიმართოს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...