პრემიერიმა ჰელმუტ შმიდტის გარდაცვალება მის ოჯახს და ანგელა მერკელს მიუსამძიმრა

საქართველოს პრემიერმინისტრი გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს,  გერმანიის ყოფილი კანცლერის, ჰელმუტ შმიდტის ოჯახსა და გერმანელ ხალხს სამძიმრის წერილს უგზავნის და მწუხარებას გამოტქვამს ჰელმუტ შმიდტის გარდაცვალების გამო.

”ჰელმუტ შმიდტი იყო ბრწყინვალე სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, რომლის პინციპულობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა გერმანიის უახლეს ისტორიაში და უდიდესი წვლილი შეიტანა ევროპის პოლიტიკურ გაერთიანებაში.

დარწმუნებული ვარ, რომ კანცლერი შმიდტი სამუდამოდ დარჩება მთელს მსოფლიოში პოლიტიკოსების, სახელმწიფო მოღვაწეებისა და მოაზროვნეების მოგონებებში. მისი ხედვა იქნება შთაგონების წყარო კიდევ არაერთი თაობისთვის, მათთვის, ვინც საქმით ემსახურება ევროპაში ჰუმანიზმის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის იდეებს.”- ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად